რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული არმიის სარდლად, რომელიც უკრაინაში ომს აწარმოებს, გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი დაინიშნა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ყოფილი მეთაური სერგეი სუროვიკინი მისი სამი მოადგილისგან ერთ-ერთის თანამდებობას დაიკავებს. ის რჩება საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურის თანამდებობაზეც.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობის დონის ამაღლება დაკავშირებულია მისი განხორციელების პროცესში გადაჭრილი ამოცანების მასშტაბის გაფართოებასთან“ , – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.