LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში რუსეთის „სატანკო ბიატლონის“ გამარჯვებული მოკლეს

276
ბატო ბასანოვი

უკრაინაში 25 წლის ბურიატი ტანკისტი მოკლეს, რომელიც რუსეთში 2021 წელს ჩატარებული „სატანკო ბიატლონის“ ერთ-ერთი გამარჯვებული იყო.

მედიის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა „სატანკო ბიატლონის“ ჩემპიონი რუსი, უმცროსი სერჟანტი ბატო ბასანოვი 14 მარტს გაანადგურეს. ამის შესახებ InformNapalm-ის მოხალისეები იუწყებიან.

ინფორმაციაში ასევე მითითებულია, რომ მებრძოლი საკუთარ ტანკში დაწვეს. თუმცა მიუხედავად მისი ლიკვიდირების თარიღისა, პანაშვიდი მხოლოდ 6 მაისს გაიმართა. როგორც მოხალისეები წერენ, ინფორმაცია ჩემპიონის გარდაცვალების შესახებ, თითქმის ორი თვის განმავლობაში იმალებოდა.

„ჩემპიონის სიკვდილი დამალული იყო, ალბათ იმისთვის, რომ არ დემორალიზებულიყო რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვა ტანკისტები,“ წერს InformNapalm.

ტანკისტი ბურიატეთში, საკუთარ ქალაქში 6 მაისს დაკრძალეს.

ბატო ბასანოვი ულან-უდის მკვიდრი იყო. მან 2021 წელს მონაწილეობა მიიღო „სატანკო ბიატლონში“ და კონკურსის გამარჯვებული გახდა, მისი გუნდი კი მსოფლიო ჩემპიონი. ტანკში ის მსროლელად მსახურობდა.

პუბლიკაციის დასასრულს ავტორები წერდნენ, რომ მიუხედავად ბასანოვის Stugnas, Javelins ან NLAW ჯილდოებისა, ის უკრაინელი სამხედროებისთვის საერთო სამიზნე იყო.

ცნობისთვის, „ტანკების ბიატლონი“ შეჯიბრებაა, რომელიც რუსულ არმიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ბიატლონში“ ტანკები ერთმანეთს ზუსტ სროლასა და მანევრირებაში ეჯიბრებიან. მისი ინსპირაცია „ბიატლონია“. ტანკების „ბიატლონში“ საერთაშორისო ასპარეზობებიც იმართება, რომელშიც რუსეთთან ერთად, სხვა ქვეყნების ტანკისტებიც მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინის კუნძულზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო მოსამსახურე გაანადგურეს. იქვე ჩაიძირა რუსული გემი Raptor, რომელიც რუსეთის ფედერაციის ბალტიის ფლოტში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g