ყველაფერი, რასაც რუსი სამხედროები აკეთებენ და უკვე გააკეთეს, არ იმსახურებს ნავთობის ემბარგოს? – რუსეთის მიმართ, სანქციების გამკაცრების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში, რუსეთის შეჭრის თავიდან ასაცილებლად, პრევენციული სანქციები იყო საჭირო, თუმცა ასეთი პაკეტი არ შედგა.
,,უკრაინა ვერ და არც დაეთანხმება რუსეთის მიმართ, ზოგიერთი სუბიექტის, სანქციების პასიურ პოზიციას. არ უნდა იყოს ,,შეჩერებული” სანქციების პაკეტები, რომ თუ რუსეთის ჯარები რაიმეს გააკეთებენ, მაშინ იქნება პასუხი… ჩვენ გავიარეთ ეს ისტორია შარშან, როდესაც ვთქვით, რომ რუსეთის წინააღმდეგ, მკაცრი პრევენციული სანქციები იყო საჭირო, რათა თავიდან აგვეცილებინა შემოჭრა. პრევენციული პაკეტი არ შედგა, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ახლა ბევრი მინიშნება და გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ სანქციები გამკაცრდება, როგორიცაა ემბარგო, ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდებაზე, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. ყველაფერი, რასაც რუსი სამხედროები აკეთებენ და უკვე გააკეთეს, არ იმსახურებს ნავთობის ემბარგოს?,” – განაცხადა ზელენსკიმ.