LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში რუსეთისთვის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი პირების ჩხრეკა მიმდინარეობს

71

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის მასშტაბით ოპერაციას ატარებს იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც რუსეთს უწყობენ ხელს ანტიუკრაინული აქციების ჩატარებაში.

როგორც უწყების პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ განაცხადა, სპეცსამსახურის თანამშრომლები 25-ზე მეტ ადგილას ატარებენ ჩხრეკას.

არსებული ინფორმაციით, ჩხრეკენ ასევე ჟურნალისტებსაც.

„სამწუხაროდ, ამ მოქალაქეებს შორის ჟურნალისტებიც არიან, თუმცა ამა თუ იმ პროფესიისადმი კუთვნილება არ შეიძლება ინდულგენციის მიზეზი გახდეს“, – განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.

მისი თქმით, ოპერაციის ფარგლებში ამოღებულია პროპაგანდისტული მასალები, იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები.

უწყებაში აღნიშნეს, რომ მოგვიანებით დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებენ დღევანდელ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g