უკრაინაში რუსი სამხედროების თავდასხმებს 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
რაც შეეხება დაშავებულ ბავშვებს, მათი რაოდენობა 250-ს აღემატება.
ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება, 83 მათგანი სრულად არის განადგურებული.