უკრაინის რადიოსა და ტელევიზიაში რუსული მუსიკის აკრძალვა სურთ – შესაბამისი კანონპროექტი უმაღლეს რადაში უკვე დარეგისტრირდა.
კანონპროექტის თანახმად, რომ ასეთი მუსიკა არ უნდა ისმოდეს:
– რადიოში და ტელევიზიაში;
– გასართობ დაწესებულებებში;
– საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მუნიციპალური და კერძო გადამზიდავებისგან);
– საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კულტურისა და დასვენების დაწესებულებებში;
– სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესში;
– კინოთეატრებში;
– საჯარო სივრცეში.