უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინაში დაიწყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი ერა, უკრაინამ გერმანიისგან უკვე მიიღო სისტემები IRIS-T და მალე მიიღებს ამერიკულ სისტემებს NASAMS.
“უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო, IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქ არის, ამერიკული NASAMS – მოდის – ეს მხოლოდ დასაწყისია”, – წერს რეზნიკოვი.
მისივე თქმით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და უკრაინას თავის დასაცავად კიდევ მეტი სჭირდება.
„ჩვენ გვჭირდება მეტი. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური იმპერატივი, დავიცვათ ცა უკრაინის თავზე ჩვენი ხალხის გადასარჩენად“, – წერს რეზნიკოვი.
A new era of air defence has begun in ??. IRIS-Ts from ?? are already here. ?? NASAMS are coming. This is only the beginning. And we need more. No doubt that russia is a terrorist state.
There is a moral imperative to protect the sky over ?? in order to save our people. pic.twitter.com/jvbXUwDjc8— Oleksii Reznikov (@oleksiireznikov) October 11, 2022
შეგახსენებთ, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, უკრაინამ აშშ-სგან დამატებით 4 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა – HIMARS-ი მიიღო.