უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას.
შესაბამისად, აღნიშნული რეჟიმი უკრაინაში 21 ნოემბრამდე იმოქმედებს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანონპროექტები „უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ“ და „მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ“ უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტს 12 აგვისტოს წარუდგინა.
უმაღლესმა რადამ ქვეყანაში ორჯერ გაახანგრძლივა საომარი მდგომარეობა 30 დღით, ხოლო 22 მაისს 90 დღით – 23 აგვისტომდე.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრიანაში