უკრაინაში დანაშაულებრივი ჯგუფის 13 წევრი დააკავეს, რომლებიც ხალხის ექსპლუატაციით იყვნენ დაკავებული – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პოლიცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს შორის არიან საქართველოს მოქალაქე და უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელთაც ოდესის ოლქში სოფლის მეურნეობის საწარმო შექმნეს, სადაც ასობით ადამიანი წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, სერგეი კნიაზევის განცხადებით, სამსახურში ძირითადად სოციალურად დაუცველი ხალხის აყვანა ხდებოდა. მათ სტაბილურ ხელფასს, საცხოვრებელსა და კვებას პირდებოდნენ.
ჩხრეკისას ამოღებულია იარაღი, ავტომობილები და ერთი მილიონი გრივნა.