LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინაში წინა ხაზზე დაიღუპა ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კახა თილიძე. გული მაქვს გახეთქილი და მეუფლება უკიდურესი უსამართლობის განცდა…“ – მიხეილ სააკაშვილი

174
მიხეილ სააკაშვილი კახა თილიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი-უკრაინის ომს კახა თილიძე ემსხვერპლა. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, კახა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, სადაც კარგი სამსახური და მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდა, თუმცა საკუთარი ქვეყნის ბედი არ ასვენებდა და უკრაინელი სამხედროების გვერდით იბრძოდა.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა – „შენისთანა ინტელექტუალი მეომარი არასდროს შემხვედრია“

„უკრაინაში წინა ხაზზე დაიღუპა ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი, რომელსაც როდისმე შევხვედრივარ – კახა თილიძე. კახა იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და თანამებრძოლი. საპრეზიდენტო დაცვის ოფიცერი, იგი ჩემს კვალდაკვალ წავიდა ამერიკაში, ნიუ-იორკში, სადაც ძალიან კარგი სამსახური იშოვა, მაღალი ხელფასით, მაგრამ ამ ნათელ ძლიერ, გონიერ, ლამაზ ადამიანს არ ასვენებდა თავისი სამშობლოს ბედი.

ამერიკაში ყველა მოგზაურობის დროს ვხვდებოდით, ვსაუბრობდით საქართველოზე, უკრაინაზე, მან შტატებში დამატებით რეინჯერების სკოლა გაიარა და მაინც ვერ მოუთმინა გულმა და ჩავიდა უკრაინაში, სადაც დაიწყო უკრაინელი სამხედროების წვრთნა, რაც საერთოდ არ მოითხოვდა მისგან ფრონტის წინა ხაზზე ყოფნას, თუმცა სწორედ იქ აღმოჩნდა და დაიღუპა ბრძოლაში.

ამ რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი, რომ საქართველოს გათავისუფლების შემდეგ კახა ქვეყნის შეიარაღებული ძალების საუკეთესო ხელმძღვანელი იქნებოდა და გუშინ ეს ამბავი წამომეწია.

გული მაქვს გახეთქილი და მეუფლება უკიდურესი უსამართლობის განცდა კახასთანა ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ. ვფიქრობ მასზე, მის ორ შვილზე და იმაზე, თუ რა უნდა ვქნათ რომ ეს მსხვერპლი უაზრო არ აღმოჩნდეს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g