უკრაინელები რუსებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უკრაინაში განადგურებული ოკუპანტების პოვნაში დაეხმარებიან – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედიის Telegram არხზე ვრცელდება.
უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტროს ცნობით, სახის ამოცნობის საშუალებით სოციალურ ქსელებში პროფილები მოიძებნება – ისინი რუსი გვამების ფოტოებს გარდაცვლილების მიერ სოციალურ ქსელში სიცოცხლეში ატვირთულ ფოტოებს შეადარებენ.
„ასე მოუვა ყველას, ვინც უკრაინელი ქალების გაუპატიურებას ცდილობს, ვინც უკრაინელი ბავშვების მოკვლას ცდილობს“ – უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მოკლეს
"პატიება არ იქნება", - თქვა სერგეი ბრაჩუკმა და მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს და ყველას, ვინც სამშობლოს ოკუპანტებისგან იცავს.
„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ, უკრაინელები კეთილი ხალხი ვართ. რუსებო წადით. საკუთარი ცხედრების წაღებაც კი არ უნდათ, ფეხებზე ჰკიდიათ. კარგია, რომ ჩვენ ასეთები არ ვართ.“ – ნათქვამია განცხადებაში.
პენტაგონი – რუს ოკუპანტებს უკრაინაში საკვების, საწვავის და ტანსაცმლის დეფიციტი აქვთ
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში