LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინელები საშინლად შეშინდენ, წამლები დასჭირდათ დასამშვიდებლად“… „არ უნდა გვეზეიმა“? – ელენე ხოშტარიას სტატუსი, რომელსაც განხილვა მოჰყვა

4490
დიანა ელენე

პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ავიაშოუსა და ფოიერვერკებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და აღნიშნა, რომ უკრაინელები საშინლად შეშინდნენ.

„გუშინ თვითმფრინავებზე და ფოიერვერკებზე ჩვენი მეგობარი უკრაინელები საშინლად შეშინდენ, წამლები დასჭირდათ დასამშვიდებლად???“. – დაწერა ელენე ხოშტარიამ.

მის  სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე წერს.

„სამწუხაროა, მაგრამ არ უნდა გვეზეიმა დამოუკიდებლობის დღე?“

რაზეც ელენე ხოშტარიამ უპასუხა: 

„დამოუკიდებლობას და თავისუფლებას თავის შინაარსი აქვს.

წელს ეს შინაარსი გადაჯაჭვულია უკრაინასთან, სადაც ხალხი იხოცება. ამიტომ ადეკვატური ფორმის ნახვა არის ქვეყნის სახე და იდენტობა, კულტურა და შინაარსი. ვერცერთი კრიტერიუმი ვერ დავაკმაყოფილეთ. რავიცი მეზობელთან რომ პანაშვიდი იყოს დაბადების დღის აღნიშვნის ფორმასაც არჩევს წესიერი ადამიანი“. – დაწერა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g