LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა მტრის ბომბდამშენი ჩამოაგდეს: გავრცელდა პანიკაში მყოფი პილოტის საუბრის ჩანაწერი ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან

129
პილოოოტ

ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მახლობლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა რუსული სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო “უნიანი” სამხედროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ხარკოვის ოლქის კუპიანსკის მახლობლად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული სუ-34 გამანადგურებელი. ეს არის ჩვენი ცა”, – წერს სამხედრო იური კოჩევენკო Twitter-ზე.

კოჩევენკომ ასევე გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი ჩამოგდებული თვითმფრინავიდან. ის მოწმობს, რომ სუ-34-ში მარცხენა ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავის შეშინებული პილოტები კი აფრენას აპირებდნენ. უცნობია, მიაღწიეს თუ არა მათ წარმატებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები