უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს რუსეთის ფედერაციის ორი სამხედრო თვითმფრინავი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
„13 სექტემბერს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს სამი საჰაერო სამიზნე – ერთი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი და ოკუპანტების ორი თვითმფრინავი.
ხერსონის რაიონში ოდესის საჰაერო სარდლობის „სამხრეთის“ 160-ე საზენიტო სარაკეტო ბრიგადის ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული Su-24 ბომბდამშენი. დონეცკში კი ოკუპანტების თვითმფრინავი Su-25“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.