LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი ბაშვები გვასწავლიან რას ნიშნავს იყო ძლიერი…თქვენ არ ხართ მარტო – ბორის ჯონსონის ღია წერილი უკრაინელ ბავშვებს

80
BeFunky-collage (14)

მე მჯერა რომ ამ ომს მოიგებს უკრაინა და იმედი მაქვს მალე შეძლებთ თავისუფლად დაბრუნებას საკუთარ სახლებში, ოჯახებსა და სკოლებში, – ამ განცხადებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინელ ბავშვებს მიმართავს.

“ყოველდღიურად უკრაინელი ბავშვები გვასწავლიან, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული. თქვენ მარტო არ ხართ,“ – წერს ჯონსონი.

ბორის ჯონსონი ღია წერილში წერს, რომ უკრაინელმა ბავშვებმა ნახეს ის, რაც არ უნდა ენახა არცერთ ბავშვს.

„შეიძლება სახლში მეგობრებს დაშორდეთ, მაგრამ მილიონობით სხვა გყავთ მთელ მსოფლიოში. აქ, გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენ ვფენთ უკრაინის დროშებს ჩვენი სახლებიდან, ოფისებიდან, ეკლესიებიდან, მაღაზიებიდან და სათამაშო მოედნებიდან, თუნდაც ჩემი სახურავიდან დაუნინგ სტრიტზე, სადაც ფანჯრები ბრიტანელი ბავშვების მიერ დახატული მზესუმზირით ივსება.

„ჩვენი ახალგაზრდები კლასებში ხატავენ თქვენს დროშას და აკეთებენ ლურჯ და ყვითელ სამაჯურებს თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. „მე მჯერა, როგორც თქვენი პრეზიდენტს, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს. მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს მალე თავისუფლად დაბრუნდებით თქვენს სახლებში, სკოლებში, ოჯახებში. და რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს, ჩვენ დიდ ბრიტანეთში არასოდეს დაგივიწყებთ და ყოველთვის ვიამაყებთ, რომ დაგიძახოთ ჩვენი მეგობრები”, – წერს წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g