LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი ფოტოგრაფი, რომელიც 3 კვირის წინ დაიკარგა, კიევთან გარდაცვლილი იპოვეს

159
BeFunky-collage (3)

უკრაინელი ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი მაქს ლევინი კიევთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

“წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა უიარაღო მაქსიმ ლევინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლეს”, – განაცხადა პროკურატურამ.

მათივე ინფორმაციით, მიღებულია ყველა ზომა დანაშაულის ყველა გარემოების დასადგენად.

ცნობისთვის, უკრაინელი ფოტოჟურნალისტი დაკარგულად ითვლებოდა.

ლევინის მეგობარმა მარკიან ლისეიკომ Ukrinform-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევინი ფრონტზე იმყოფებოდა კიევის მახლობლად, მაგრამ 13 მარტის შემდეგ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g