LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი ლტოლვილებისთვის ოჯახზე გამოიყოფა 300 ლარი, თვეში ერთ სულზე 45 ლარი, გაერო-ს ფონდიდან 230 ლარი, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის, ამ თანხით ბინის ქირაობა შესაძლებელია – კალაძე

609
კახა-კალაძე-1

უკრაინელი ლტოლვილებისთვის ოჯახზე გამოიყოფა 300-ლარიანი დახმარება, ასევე თვეში ერთ სულზე 45 ლარი, ლტოლვილთა გაერო – ს ფონდი იღებს ვალდებულებას და 230 ლარს უყოფენ, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და ამ თანხით თავისუფლად შესაძლებელია ბინის ქირაობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

“უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით განცხადება გავავრცელეთ და თქვენ ზედმიწევნით იცი, თუ რა დახმარებას გაუწევს სახელმწიფო. მთლიანად პასუხისმგებლობას იღებს ჯანდაცვის სამინისტრო. ოჯახზე გამოიყოფა 300-ლარიანი დახმარება. გარდა ამისა, ერთ სულზე 45 ლარი იქნება თვის განმავლობაში.

ასევე, ლტოლვილთა გაერო – ს ფონდი იღებს ვალდებულებას და 230 ლარს უყოფენ თითოეულ ოჯახს. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, იქირაონ ბინები. საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და ამ თანხით თავისუფლად შესაძლებელია ბინის ქირაობა.

ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ჩართულია, კონკრეტული ბინების შეთავაზებასაც აკეთებს, თუ რომელი ბინები შეუძლიათ ამ ადამიანებს იქირაონ. ხაზი მინდა, გავუსვა, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის”,- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g