LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი მებრძოლები თავდაცვით პოზიციებს იკავებენ, რუსმა სამხედროებმა შეტევის ტემპი შეანელეს: უკრაინის გენშტაბი

61
1

რუსმა სამხედროებმა შეტევის ტემპი შეანელეს, ამის პარალელურად კი უკრაინელი მებრძოლები თავდაცვით პოზიციებს იკავებენ – უკრაინაში არსებული საომარი ვითარების შესახებ განახლებულ მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აქვეყნებს. 

გენერალურმა შტაბში აცხადებენ, რომ კიევის თავდაცვის ძალები და სამხედრო საშუალებები მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად მუდმივ მზადყოფნაშია.

“დაიწყო უკრაინელების გმირული წინააღმდეგობის გაწევის მეთხუთმეტე დღე რუსეთის სამხედრო შეჭრიდან.

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსი სამხედროების შეტევის შეკავებას დონეცკში, სლობოჟანსკისა და ტაურიდას რეგიონების ნაწილში. გრძელდება ქალაქების –  ხარკოვისა და ახტირკას დაცვა.

მთავარი ძალისხმევა კი მიმართულია, რომ უკრაინელებმა მტრის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით წინსვლა შეაჩერონ. ქალაქ მარიუპოლის ყოვლისმომცველი თავდაცვა გრძელდება.

ამავე დროს, კიევის ძალები და თავდაცვის საშუალებების დაჯგუფება მუდმივ მზადყოფნაშია მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად და ფლობს გარკვეულ თავდაცვით ხაზებს.

მტერმა შეანელა შეტევის ტემპი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 9 მარტის მდგომარეობით, სულ დაიღუპა 474 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინის გენშტაბის 9 მარტის მონაცემებით, საომარი მოქმედებების დღიდან ლიკვიდირებულია 12 ათასზე მეტი რუსი სამხედრო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g