უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ

72
Capture

CNN-ი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ.

ფოტოებზე ჩანს უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ხერსონის შუმენსკის რაიონის მცხოვრებლებით არიან გარშემორტყმული. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხერსონის მცხოვრებლები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და უკრაინის დროშები აღმართეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ოლქში რუსეთის სამხედრო ძალების ყველა ქვედანაყოფი მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა – ინფორმაციას პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. თავდაცვის უწყების ცნობით, ოპერაცია დღეს მოსკოვის დროით 17 საათზე დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები