უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.
მისივე განმარტებით, გრძელდება ოპერაცია და მიზანი ხარკოვის ოლქის სრული გათავისუფლებაა.
„ხარკოვის ოლქის გათავისუფლება რამდენიმე დღე გაგრძელდა, როგორც დაგეგმილი იყო. 6 სექტემბრიდან დღემდე ოკუპაციისგან გათავისუფლდა 3 800 კვ. კმ. 3 000-ზე მეტი დასახლება და, დაახლოებით, ჩვენი 150 000 მოქალაქე. ისინი, ფაქტობრივად, მძევლები იყვნენ.
ყველა დეტალზე არ ვაპირებთ საუბარს. გვჯერა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება“. – თქვა მან.