LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების „ელიტა“ გაანადგურეს – დანაყოფი სპეციალურად NATO-ს ძალებთან დასაპირისპირებლად იყო გაწვრთნილი

219
უკრაინის უსაფრთხოება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) ახალი ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების „ელიტა“ – დასავლეთის ოლქი.

მედიის ცნობით, ეს დანაყოფი გაწვრთნილი იყო სპეციალურად NATO-ს ძალებთან დასაპირისპირებლად.

„დასავლეთის ოლქი აღარ არის, რადგან მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც ომში არ წავიდა. მთელი ტექნიკა დაზიანებულია, მათი საბურავები დახვრეტილია, კოშკურა აღარ მუშაობს, მერე რაღაც სხვა არ მუშაობს… და ასე. არ არის საკმარისი მძღოლები და ქვეითების უზარმაზარი რაოდენობა გამოიყენება როგორც საზარბაზნე ხორცი.“ – ამბობს რუსი ჯარისკაცი აღნიშნულ ჩანაწერში.

ომის 120-ე დღე უკრაინაში – რუსმა აგრესორებმა დონეცკში 4 მშვიდობიანი მოკლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g