უკრაინელმა სტუდენტმა დიპლომი ფრონტის ხაზიდან დაიცვა. ინფორმაციას, ლექტორი მიხაილ განჩუკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ლექტორი წერს, რომ სტუდენტმა მაქსიმალური 5 ქულიდან 4 ქულა მიიღო
„სტუდენტი ონლაინრეჟიმში იცავდა დიპლომს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფრონტიდან ჩაერთო, მოსალოდნელი იყო ავტომატურადაც დაგვეწერა მისთვის შეფასება, მაგრამ დამსახურებულად მიიღო 4 ქულა“, – წერს მიხაილ განჩუკი.
