LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინიდან ავიაბილეთები, შესაძლოა, რამდენიმე ათეული დოლარით გაძვირდეს

77
flight02

უკრაინიდან ავიაბილეთები, შესაძლოა, რამდენიმე ათეული დოლარით გაძვირდეს. ინფორმაციას turprofi.com.ua-ზე დაყრდნობით, „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ავიაკომპანიები უკრაინიდან ფრენებზე დაზღვევის საფასურის შემოღებას გეგმავენ. ეს გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, ბილეთების ფასებს გაზრდის.

გამოცემის ცნობით, უკრაინული ავიაკომპანიები, ეტაპობრივად, აცნობებენ პარტნიორებს ასეთი საფასურის შემოღების შესახებ. ჯერჯერობით, უცნობია გადასახადი მხოლოდ ახალ ჯავშნებზე გავრცელდება, თუ მგზავრებს, რომლებმაც უკვე იყიდეს ბილეთები, დამატებით თანხის გადახდა მოუწევთ.

როგორც turprofi.com.ua წერს, ავიაკომპანიები უკვე მეტს იხდიან თვითმფრინავების დაზღვევაში.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g