LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინიდან გამოძევებული კანონიერი ქურდი საქართველოში შემოუშვეს

120

კიევიდან გამოძევებული კანონიერი ქურდი, პაპუნა უგრეხელიძე, ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვარზე შემოუშვეს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

შსს-ში განმარტავენ, რომ უგრეხელიძე კრიმინალი არ არის და კიევიდან მხოლოდ საბუთებში არსებული უზუსტობების გამო გამოუშვეს.

უკრაინის უსაფრთხების სამსახურის ცნობით კი, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი კიევში გუშინ დააკავეს და იძულების წესით საქართველოში დააბრუნეს. უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ის ძალადობრივ დანაშაულსა და უკრაინაში ქარვის უკანონო მოპოვების საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პაპუნა უგრეხელიძე ბოლო 15 თვის განმავლობაში უკრაინიდან საქართველოში უკვე მესამედ გამოაძევეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g