LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად მორიგი სპეცრეისი 30 მარტს შედგება

172
Capture
უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად მორიგი სპეცრეისი 30 მარტს შედგება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 30 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე.

მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.

ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g