LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ახალი პრეზიდენტი საქართველოში უძრავ ქონებას ფლობს

481
9bf53ed749791de37450a7f20201b7ea-quality_70Xresize_crop_1Xallow_enlarge_0Xw_750Xh_463

10 ნომერი მშენებარე სასტუმროში – ეს ის უძრავი ქონებაა, რომელსაც უკრაინის მოქმედი, ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში ფლობს. ამის შესახებ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 20 მაისს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციიდან გახდა ცნობილი, რომელშიც ნაჩვენებია ზელენსკის და მისი მეუღლის, ელენა ზელენსკაიას ქონება და შემოსავლები 2018 წელს.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში სასტუმროს ნომრები 2018 წელს შეიძინა და ეს ობიექტები ჯერ დასრულებული არ არის.

გარდა საქართველოში არსებული ქონებისა, უკრაინის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ შემდეგი ქონება დაადეკლარირეს: სახლი და მიწის ნაკვეთი კიევის ოლქში; 4 ბინა კიევში; ბინა ყირიმში; ორი ბინა კიევში (მესამე პირის საკუთრებაშია); ორი საპარკინგე ადგილი კიევში; საპარკინგე ადგილი ყირიმში;  ორი საპარკინგე ადგილი კიევში (მესამე პირის საკუთრებაშია); ორი არასაცხოვრებელი ფართი კიევში;  ორი სახლი იტალიაში; ორი ბინის იჯარა დიდ ბრიტანეთში.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის უძრავი ქონების ჯამური ღირებულა 15 მილიონ ლარს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g