LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინის და მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია“ – ზელენსკი მოლდოვაში ჩავიდა

121
Untitled design (2)

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე სამიტში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტიც მიიღებს. ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში უკვე ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.

მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მოლდოვისა და უკრაინის მომავალი ევროკავშირშია:

„მიხარია, რომ აქ ვარ. მოლდოვას მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ ისტორიულად ჩვენ ისევ ერთად ვართ, ერთმანეთის მხარდამხარ.

მსურს, მოლდოველ ხალხს ჩვენი, უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ. როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მომავალი ევროკავშირშია.

უკრაინა ასევე მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად. უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი მოლდოვისთვის რუსეთისა და მისი აგრესიის გამო უკრაინაში და ასევე პოტენციური აგრესიის გამო ევროპის სხვა ნაწილში“, – თქვა ზელენსკიმ.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პარტნიორებთან შეხვედრაზე ის ყურადღებას გაამახვილებს „უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე“, მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციასა და ახალ ინიციატივაზე – „პატრიოტების“ კოალიციის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელშიც წერს:

„მოლდოვა და უკრაინა არა მხოლოდ მეზობლები არიან, არამედ არიან სანდო პარტნიორებიც. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ერთად ვუპირისპირდებით რუსეთის გამოწვევებს“, – წერს ზელენსკი.

ცნობისათვის, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე სამიტში 47 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

პრემიერი: ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ქვეყანა გაერთიანებისკენ მიგვყავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები