LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ელჩმა რუსი დეპუტატის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა

228
9053E8BF-7D21-47A0-BF2E-31F9621ED9CE_w650_r1_s

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა. ელჩის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.

„”არ მინდა მოვუსმინო რუსეთის ფედერაციას, გავრილოვს. პარლამენტი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ ქვეყნებში. დღეს წარმოდგენილია აქ პარლამენტარები, რომლებიც მხარს უჭერენ მართლმადიდებლურ პრინციპებს. მათ ეს ფორუმი აერთიანებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ქართველებისთვის, ასევე უკრაინელებისთვის. ეს არის ფუნდამენტური ელემენტი ეროვნულობის. ეს ის პერიოდია, როცა უკრაინის ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია. ჩვენ გვინდა ყველა მეზობელი, ყველა ქრისტიანი, ყველა მართლმადიდებელი. უნდა მივყვეთ ამ პრინციპებს”,”-აცხადებს უკრაინის ელჩი.

დღეს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა დაიწყო, რომელიც 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მას რუსეთის დუმის დეპუტატებიც დაესწრებიან. ერთ-ერთია სერგეი გავრლოვი, რომლის საქართველოში ჩამოსვლას სამარცხვინოს უწოდებენ ოპოზიციაში. ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის, ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე რუსი დეპუტატების ვიზიტი სამოქალაქო მოძრაობამაც გააპროტესტა.სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მათ სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.

რუსეთის დუმის დეპუტატს კი საქართველოში ყოფნა არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.

რუსეთის დუმის დეპუტატი: ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ

გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლით არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g