უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო სააკაშვილს მოუწოდებს, ხვალ დილის 9 საათიდან გამოცხადდეს გენერალურ პროკურატურაში. ამის შესახებ ლუცენკომ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა. პროკურორმა რადას წევრებს ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და მისი თანაგუნდელების საქმის გამოძიების დეტალები გააცნო.
ერთხელ მაინც გამოავლიონოს ადამიანური ვაჟკაცობა და აიღოს საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობა, შეწყვიტოს ჩირქის მოცხობა უკრაინისთვის და წარსდგეს უკრაინული მართლმსაჯულების წინაშე პროცესუალური დოკუმენტების მისაღებად“, – აღნიშნა იური ლუცენკომ.
ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას აღკვეთის ღონისძიებად ისეთი მსუბუქი ზომის გამოყენება, როგორიც შინაპატიმრობაა.