უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსში მშვიდობიან მოქალაქეებს აშინებენ, რომ თითქოს, უკრაინის ჯარების მხრიდან თავდასხმის საფრთხე არსებობს.
გენშტაბის ცნობით, ხოლმიჩის დასახლებაში, საგუშაგოებზე რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო პოლიცია ადგილობრივების პირად ტელეფონებს ამოწმებს. მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ უკრაინული შენაერთები ბელარუსს შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაესხას თავს.
გარდა ამისა, გენშტაბში აცხადებენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებითი მობილიზაციის ღონისძიებები გრძელდება. ასევე, დგინდება, რომ რუსეთის სარდლობამ ამ ტერიტორიებზე 60-70 ათასი ადამიანის მობილიზების ბრძანება გასცა, თუმცა ეს მაჩვენებლები მხოლოდ 20%-ით დაკმაყოფილდა.
ბელგოროდში პანიკა იწყება – ქალაქმა ნებაყოფლობითი სახალხო რაზმის დაკომპლექტება გამოაცხადა
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.