LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში მტერთან 20-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა

139
ca19

დღის განმავლობაში მტერთან 20-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათი ცნობებით, დღის განმავლობაში მტერმა 6 სარაკეტო და 38 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 30.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

“მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. მძიმე ბრძოლები გრძელდება. დღის განმავლობაში მტერთან 20-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g