LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბრძოლაზე უარი განაცხადა

98
რუსი ჯარისკაცები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის შედეგად განცდილი მნიშვნელოვანი დანაკარგის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„არსებული ინფორმაციით, შავი ზღვის ფლოტის 126-ე სანაპირო დაცვის ბრიგადის დანაკარგები 75%-ს აღწევს. შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულმა ბრიგადამ დაკარგა 158 სამხედრო მოსამსახურე, 500-მდე დაიჭრა, 70 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ამ ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ დაწერა მოხსენებები, ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.“- ნათქვამია გენერალური შტაბის ინფორმაციაში.

ხერსონის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა უკან დაიხიეს

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.