“უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით იგერიებენ მტრის თავდასხმებს სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში, ბრძოლა გრძელდება”, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
გენშტაბში ასევე აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის ცენტრში გამაგრებას ცდილობენ.
„სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა განახორციელა საცეცხლე შეტევა ჩვენს პოზიციებზე ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან. მათ ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, ტოშკოვკას, უსტინოვკას, ბოროვსკოეს, მეტელკინოს დასახლებების ტერიტორიებზე. მტრის არმიის ავიაციამ ბელაია გორასთან ავიაიერიში განახორციელა“, – ნათქვამია ანგარიშში.