„ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, რომლებზე კონტროლიც რუსულმა ჯარმა დროებით დაამყარა, აგრესორი არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ტყვედ აჰყავს და აწამებს ადგილობრივ მოსახლეობას“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის დროებით მიტაცებულ ტერიტორიებზე აქტიურად ამუშავდა კრემლის აგრესიული პროპაგანდა.
მათივე ცნობით, პროპაგანდის პარალელურად, მტერი ადმინისტრაციულ—საპოლიციო რეჟიმის შემოღებას ცდილობს.
რუსეთმა უკრაინის ქალაქები ლუცკი და დნიპრო პირველად დაბომბა
დნეპრის ოლქში 3 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.