LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საბრძოლო დანაკარგმა ომის დაწყებიდან 7 მარტის ჩათვლით, 12 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა

60
ხარკოვი

„მტრის მთლიანმა საბრძოლო დანაკარგმა ომის დაწყებიდან, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა, 12000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, მტერმა დაკარგა 303 ტანკი, 1036 ჯავშანტექნიკა, 120 საარტილერიო სისტემა, 56 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები, 27 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 48 თვითმფრინავი, 80 ვერტმფრენი, 474 მანქანა, 3 ხომალდი.

ზელენსკი: რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში დაკარგა

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ეს მონაცემები ჯერ კიდევ იხვეწება, რადგან გამოთვლას საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

magti 5g