„უკრაინის გრძელვადიან მიზნად ნატოში გაწევრიანება რჩება – რუსეთის ამჟამინდელი საომარი მოქმედებები ამას ართულებს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე წერს.
მისი განმარტებით, უკრაინას სჭირდება იურიდიული გარანტიები მოკავშირეების მხრიდან იარაღის მიწოდების, დაზვერვის, თავდაცვის მხარდაჭერისა და უკრაინის ეკონომიკის დაცვისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის გრძელვადიან მიზნად ნატოში გაწევრიანება რჩება, ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსეთის ამჟამინდელი საომარი მოქმედებები ამას ართულებს. თუმცა, იმავდროულად, ჩვენ გვჭირდება იურიდიული გარანტიები ჩვენი მოკავშირეების მხრიდან იარაღის მიწოდების, დაზვერვის, ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერისთვის და ჩვენი ეკონომიკის დაცვისთვის“, – წერს ერმაკი.