LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი უკრაინელი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა

103
Untitled design - 2022-03-02T021238.335

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესიას მორიგი ექიმი ემსხვერპლა. ამის შესახებ ვიქტორ ლიაშკო სოციალურ ქსელში წერს:

“დღეს რუსმა ტერორისტებმა ექიმ მარინა კალაბინას სიცოცხლე წაართვეს. ექიმი-ანესთეზიოლოგის მანქანას მაშინ ესროლეს, როდესაც მას დაჭრილი ნათესავი სოფელ კუხარიდან საავადმყოფოში გადაჰყავდა.

ესენი არიან არაადამიანები, ტერორისტები და ეს აუცილებლად დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

დილით რუს მედიკოსებს მივმართე, რომ დაეგმოთ ტირანის მოქმედება, გამოსულიყვნენ მოედნებზე ომის შეჩერების მოთხოვნით და დახმარებოდნენ კოლეგებს- უკრაინელ ექიმებს.

საღამოს კი ექიმის მორიგი სიკვდილია, და ჩემი სიტყვებია, ოკუპანტებო ідіть ви окупанти на хуй თქვენს გემთან ერთად. ჩვენ ამას არ გაპატიებთ,” – წერს ვიქტორ ლიაშკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g