LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის კრიზისი რუსოფობიისთვის ხელსაყრელი საბაბია – პაოლო კოელიომ უკრაინელების კრიტიკა დაიმსახურა

215
FORTUNA.GE (6)

ბრაზილიელმა მწერლმა, პაულო კოელიომ უკრაინაში მიმდინარე ომს „უკრაინის კრიზისი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის „რუსოფობიისთვის ხელსაყრელი საბაბია“. ამის შესახებ მწერალმა ტვიტერზე დაწერა.

კოელიოს ტვიტს უკრაინელებისგან კრიტიკა მოჰყვა. ისინი მწერალს პასუხობენ, რომ უკრაინაში არა კრიზისი, არამედ ომია და რუსული აგრესიის ფაქტებს ახსენებენ.

“უკრაინის კრიზისი რუსოფობიისთვის ხელსაყრელი საბაბია.

მე ნამყოფი ვარ ლვოვში, კიევში, ოდესაში, იალტაში, ჩერნობილში (უკრაინა).

მე გამივლია 10 000 კმ მატარებლით, მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე (რუსეთი).

დიახ, იქ არის ომი: მაგრამ ნუ დაადანაშაულებთ უბრალო ხალხს” –  დაწერა ტვიტერზე ბრაზილიელმა მწერალმა.

კრიტიკის საგანი გახდა ქალაქების არასწორი მართლწერაც. უკრაინელების თქმით, მწერალმა ქალაქები არა უკრაინული, არამედ რუსული დასახელებებით ჩამოთვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები