უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იყო უკრაინის ლიდერებზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა, რაც მათ დროულად აღკვეთეს.
სასტიკი ბრძოლა გრძელდება ლუჰანსკის ოლქში – შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტები ერთდროულად 9 მიმართულებით უტევენ.
სუმის ოლქზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა.
რუსეთმა საარტილერიო იერიში მიიტანა დნიპროპეტროვსკში სამოქალაქო შენობებზე. ამ ეტაპისთვის დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია.
დაბომბვები გრძელდება მიკოლაივშიც, დაბომბილია საცხოვრებელი სახლები. არიან დაშავებულები.