LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ისტორიული მიღწევაა – მაიკ პომპეო

180412111855-pompeo-hearing

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას ისტორიულ მიღწევას უწოდებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„6 იანვარს უკრაინის დამოუკიდებელი, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ისტორიული მიღწევაა იმ პირობებში, როდესაც უკრაინა საკუთარი მომავლის კონტურების განსაზღვრისკენ მიისწრაფის. აშშ მხარდაჭერას უცხადებს სუვერენულ და დამოუკიდებელ უკრაინას,“ – განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ განაგრძობს რელიგიური თავისუფლების მხარდაჭერას, მათ შორის, რელიგიური ჯგუფების წევრების, რელიგიის საკითხები გადაწყვიტონ საკუთარი მრწამსის შესაბამისად, გარე ჩარევის გარეშე.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელი მოაწერა ტომოსს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები