LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა – მედია

56
ukrainaeklesia

რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კრება არ დაეთანხმა უკრაინაში საომარი მოქმედებების შესახებ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქის კირილეს პოზიციას და მიიღო ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში, რაც ნიშნავს მის სრულ დამოუკიდებლობას მოსკოვის საპატრიარქოსგან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ჩვენ, ომთან დაკავშირებით მოსკოვის პატრიარქ კირილეს პოზიციას არ ვეთანხმებით. საბჭო გმობს ომს, როგორც ღვთის მცნების დარღვევას – “არა კაც კლა!” და თანაგრძნობას უცხადებს ყველას, ვინც ომში დაზარალდა. კრება უკრაინის ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, გააგრძელონ მოლაპარაკებების პროცესი და მტკიცე, გონივრული სიტყვის ძიება, რომელიც შეძლებს შეაჩეროს სისხლისღვრა”, – ნათქვამია საბჭოს სხდომის შემდეგ, ეკლესიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g