LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება საკმაოდ მტკივნეულია და უხერხულიც: ვახტანგ ძაბირაძე უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებაზე

138
1605540358_197693 (2)

“უკრაინის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება საკმაოდ მტკივნეულია და უხერხულიც”, – ასე აფასებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობას.

ამ თემაზე მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.

“ის, რომ უკრაინა საქართველოს – ურთიერთობები საკმაოდ დაიძაბა ფაქტია, მაგრამ აუცილებელია ეს ურთიერთობები დალაგდეს.

საკმაოდ დაუსაბუთებელი განცხადებაა, არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად თანავუგრძნობ უკრაინას და ორი აზრი არ არსებობს, რომ ქვეყანა უმძიმეს დღეშია, ასეთი განცხადების გაკეთება არის საკმაოდ მტკივნეული და უხერხულიც. ეს სრულიად ალოგიკური განცხადებაა.

აუცილებლად უნდა მოხდეს საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ამ საკითხის განხილვა”, – განაცხადა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.

ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ის შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს მთავრობებს შორის: კელი დეგნანი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

გაფრთხილების მიუხედავად, უკრაინულმა მხარემ არ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდება: ლაშა დარსალია

საქართველოდან რუსეთში, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, დანადგარების, საქონლის გატანა აკრძალულია – ეს უნდა თქვას ხელისუფლებამ და ასახოს შესაბამის ნორმატიულ აქტში: კახიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g