LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პასუხი თეირანს: ერთადერთი „მესამე მხარე“ ირანული უპილოტო საფრენი აპარატებია

66
BeFunky-collage (3)

ერთადერთი „მესამე მხარე“ ეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატებია, – ასე გამოეხმაურნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას. ოფიციალურმა თეირანმა დღეს მოუწოდა კიევს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თეირანს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭებაში.

„ერთადერთი „მესამე მხარე“ ირანული უპილოტო საფრენი აპარატებია, რომელსაც უკრაინა უკვე ანადგურებს საკუთარ ცაზე. თეირანს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭებაში. ირანმა თავი კი არ უნდა იმართლოს „საგარეო გავლენების“ მოგონებით, არამედ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომლითაც უკრაინელებს კლავენ“, – განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, იმის გამო, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა, უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა და უკრაინაში ირანის დიპლომატიური უწყების პერსონალის რაოდენობა შეამცირა.

ამჟამად, უკრაინაში ირანის ელჩი კიშინიოვში იმყოფება, სადაც ის ომის დაწყების შემდეგ გაემგზავრა. აკრედიტაციის გაუქმების შემდეგ, ის მოვალეობას ვერ შეასრულებს და თეირანში უნდა დაბრუნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g