LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პირველი ლედი მსოფლიოს ღია წერილით მიმართავს: “დათმობა შეუძლებელია… თუ არ გავაჩერებთ პუტინს, მშვიდობა აღარ იქნება”

527
BeFunky-collage

უკრაინის პირველი ლედი ღია წერილს ავრცელებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს დახურონ ცა უკრაინის თავზე. მისი თქმით, თუ მსოფლიო არ გააჩერებს პუტინს, რომელიც ბირთვული ომით იმუქრება, არსად აღარ იქნება მშვიდი ადგილი.

“უკრაინა იცავს საკუთარ თავს, დათმობა შეუძლებელია. ჩვენ გვჭირდება, რომ უკრაინის თავზე ცა დაიხუროს, მიწაზე ომს თავადაც გავუმკლავდებით. ომი უკრაინაში, ეს არაა ომი სადღაც იქ. ესაა ომი ევროპაში, არც ისე შორს ევროკავშირის საზღვრებიდან.

უკრაინა იცავს ძალებს, რომლებიც ხვალ შეიძლება, შეიჭრან თქვენ ქალაქებში, იმ გამართლებით, რომ გადაარჩინონ მშვიდობიანი მოქალაქეები. წინა კვირას მე და ჩემს ხალხს შეიძლება, ეს გადაჭარბებად მოგვჩვენებოდა, მაგრამ ეს რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ არ ვიცით, რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს. თუ არ გავაჩერებთ პუტინს, რომელიც იმუქრება ბირთვული ომის დაწყებით, მსოფლიოში აღარ იქნება მშვიდობა”, — განაცხადა ოლენა ზელენსკამ

პირველი ლედის განცხადებით, რასაც არ უნდა ავრცელებდეს რუსული პროპაგანდა, ომში ბავშვები იღუპებიან, რაც მისი თქმით, ყველაზე ცუდი და დამანგრეველია.

“იმის მიუხედავად, თუ რა რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული პროპაგანდისტული გამოცემები, რომლებიც ამას სპეცოპერაციას უწოდებენ, სინამდვილეში ესაა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა. შეიძლება, ყველაზე ცუდი და დამანგრეველი ამ შემოჭრაში არის ბავშვების მსხვერპლი”, — აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g