LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პრემიერი: შეგვაქვს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე

87
BeFunky-collage (12)

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს სპეციალური პროცედურით უახლოეს პერიოდში შეიტანს.

მისი თქმით, ის, რომ უკრაინა ევროპული საზოგადოების განუყრელი ნაწილია, ქვეყნის მოსახლეობამ უკვე დაამტკიცა და ახლა დროა ეს დოკუმენტითაც გამყარდეს.

„უკრაინელებმა უკვე დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ჩვენ ევროპის საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ. დროა, ეს დოკუმენტით გავამყაროთ. უკრაინას შეაქვს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე სპეციალური პროცედურით.

ევროკავშირში უკრაინის ახალი განსაკუთრებული პროცედურით მიღების წინადადება გუშინ ჩვენი საუბრის შემდეგ სლოვაკეთის პრემიერმა ედუარდ გეგერმა წამოაყენა. ღამით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა“,- განაცხადა შმიგალმა.

 

ფოტო, ვიდეო: უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g