უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეირანს ბოდიშის ოფიციალურად მოხდა და კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა.
მისი თქმით, მხოლოდ მწუხარების გამოთქმა საკმარისი არაა.
“დღევანდელი დილა კარგი არ იყო, თუმცა სიმართლე მოიტანა. ირანმა ბრალი ჯერ კიდევ საერთაშორისო კომისიის მუშაობის დასრულებამდე აღიარა. გამოძიების პროცესში ჩვენ ირანისგან სრული თანამშრომლობისთვის მზაობას ველით, ასევე დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, დაღუპულთა ცხედრების გადმოცემას, კომპენსაციის გადახდასა და დიპლომატიური არხებით ოფიციალურად ბოდიშის მოხდას,”- განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.
“ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი “ადამიანური გადაცდომაა” და მათ „ბოინგ 737“„უნებლიედ“ ჩამოაგდეს,”-ინფორმაციას ირანული სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
ირანი აღიარებს, რომ უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს და ეს ადამიანური შეცდომა იყო