Reuters-ი უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.
ამასთან, 11 მარტს ქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.