უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა.
ამის შესახებ უკრაინული მედია სააკაშვილის ადვოკატზე დაყრდნობით წერს.
რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, “ამით დამტკიცდა, რომ პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერისთვის წაყენებული ბრალდება დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ უსაფუძვლო აღმოჩნდა”.
პროკურატურაში კი განმარტეს, რომ გამოძიების შეჩერება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში პროცესუალური ქმედებების შესრულების აუცილებლობამ გამოიწვია.