LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

96
ukraina_w_h

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა.

გადაწყვეტილებას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის მოწყობის შესახებ“ ხმა მისცა 365-მა დეპუტატმა.

ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა დაწერა.

როგორც უკრაინული მედია წერს, უმაღლესი რადა ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს სამხედრო დანაშაულებები კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკრაინაში ახორციელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g