უკრაინაში საკანონმდებლო ორგანოსთან მომიტინგეებსა და პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრ ოლეგ ბარნუს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დეპუტატს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, ხელს კრავდნენ, რა დროსაც ინციდენტში მიხეილ სააკაშვილი ჩაერია.
უკრაინის რადასთან მომიტინგეებმა 50-მდე კარავი გაშალეს, – ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.
ამ დროისთვის რადასთან ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. აქტივისტები კარვების განთავსებას განაგრძობენ.
მომიტინგეები უკრაინის რადასგან მოითხოვენ იმ კანონპროექტების მიღებას, რომელიც კრძალავს დეპუტატის ხელშეუხებლობას, ანტიკორუფციული სასამართლოს და ახალი საარჩევნო სისტემის შემოღებას.